განათლების მინისტრი ფოთში

15:28, 07.07.2026

ფოთში „ახალი საქართველოს“ უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო განათლების მინისტრი. სასწავლებელი ახორციელებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებებით. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. დაწესებულება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ძალისხმევით აშენდა.

მსგავსი