განათლების მინისტრი ბუდაპეშტში 

საქართველოს განათლების მინისტრი ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული ასამბლეის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. დისკუსიების ფარგლებში ქვეყნებს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, სკოლებში უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. სამინისტროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.