განათლების მინისტრი ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. ისაუბრეს დაგეგმილი სიახლეების შესახებ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქალაქი იქნება მნიშვნელოვანი  საგანმანათლებლო კერა, რომელიც ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებს მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.