განათლების მინისტრი აშშ-ში - ვიზიტის შედეგები

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა იყო შეერთებულ შტატებში განათლების მინისტრის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა.

ვაშინგტონს და ნიუ-იორკში გივი მიქანაძე სხვადასხვა სამინისტროების და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი კონსულტაციები გამართა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმშიც, სადაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. გაერო-ში გამართულ შეხვედრებზე კი გივი მიქანაძემ საქართველოში პროფესიული განათლების მხარდაჭერის პირობა მიიღო. ანონსდება საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება და ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გააქტიურება.