განათლების მინისტრი აჭარაში

15:25, 29.06.2026

განათლების მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. გაეცნენ დაწესებულების სასწავლო გარემოს და მუშაობის სპეციფიკას. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს, სადაც შესაძლებელია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით  კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

მსგავსი