განათლების კომიტეტმა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა

12 აგვისტოს დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხზე პარლამენტში უკვე მომზადებულია ორი კანონპროექტი, ერთი უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ეკუთვნის, რომლის განხილვაც ამ დრომდე შეჩერებულია, მეორე კი “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანს, რომელიც დღეს კომიტეტმა განიხილა.

ცვლილებებზე მსჯელობას ესწრებოდა ორივე ინიციატივის ავტორი. ქანთარიას პოზიციით, გარკვეულ უხერხულობას ის ფაქტორი ჰქმნის, რომ მის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მსჯელობა ამ დრომდე ხელოვნურად არის შეჩერებული, ემზარ კვიციანმა კი ალტერნატიული პროექტი მოამზადა.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ქანთარიას ინიციატივის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი თავის დროზე თურქეთთან შექმნილი დიპლომატიური საკითხი იყო. მარიამ ჯაშის განცხადებით, საკითხზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან გაგრძელდება.

 

დატოვე კომენტარი