განათლების კომიტეტის შეხვედრები რეგიონებში

12:31, 20.09.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაასრულა. კომიტეტის წევრები სამი დღის განმავლობაში ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ და ახალრეაბილიტირებული სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული სასწავლებლები დაათვალიერეს. შეხვდნენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც.

მსგავსი