განათლების კომიტეტის ხმაურიანი სხდომა

დაპირისპირების და ხმაურის გამო განათლების კომიტეტის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა.

ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი სხდომაზე მინისტრის არყოფნა იყო. სწორედ მიხეილ ბატიაშვილისგან სურდათ ოპონენტებს განმარტებების მოსმენა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში განვითარებულ პროცესებზე, რომლითაც მთავარი პროკურატურაც დაინტერესდა.

სკოლაში ჩატარებულ სადავო აუდიტზე სასაუბროდ ბატიაშვილის ნაცვლად პარლამენტში დღეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა, თუმცა მან ტრიბუნასთან ასვლაც კი ვერ მოახერხა.

მარიამ მენაბდეს ვრთავთ პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.