განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა. უწყების თანამშრომლებს ის მინისტრმა წარუდგინა. ის დღემდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 2026 წელს ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
მანამდე, 2011 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.