განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპულმა რეესტრმა მიიღო და რომელიც წევრობის შეჩერებას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, ევროპული რეესტრის გადაწყვეტილება დაეფუძნა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 13 სტანდარტიდან 11 სრულად, ორი კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამ ორში იგულისხმება ცენტრის დამოუკიდებლობისა და აკრედიტაციის და ავტორიზაციის საქმიანობაში ხარვეზები.
ცენტრის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გაცვლით პროგრამებს, საერთაშორისო გრანტების მიღებასა და ქართული დიპლომების საერთაშორისოდ აღიარებას პრობლემა არ შეექმნება. გასაჩივრებისთვის ორკვირიანი ვადაა, ევროპული რეესტრის საბოლოო გადაწყვეტილება კი სამ თვეში გახდება ცნობილი.