განათლების ხარისხი საქართველოში – PISA-ს კვლევა

18:10, 08.09.2026

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ქართველი მოსწავლეები, „პისას“ 2025 წლის კვლევაში დაწინაურდნენ. 91 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო ქულების გაუმჯობესების ტემპით ლიდერთა რიგებშია. გლობალური აკადემიური კლების ფონზე, საქართველომ 2022–2025 წლებში კვლევის სამივე ძირითად მიმართულებაში საშუალო შედეგები გააუმჯობესა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში +38 ქულით, ამასთან ამ გაუმჯობესების ტემპით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა, მათემატიკაში +26 ქულით და კითხვაში +10 ქულით. „პისას“, ანუ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევის მიხედვით, 2022-25 წლებში, ქვეყნის მასშტაბით სოციალურ ჭრილში განათლების მიღების შესაძლებლობა, ყველასთვის გაუმჯობესდა და უფრო თანაბარი გახდა. ამ შედეგების მიუხედავად, საქართველოს აბსოლუტური საშუალო ქულები, კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს, თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, გასული ციკლის განმავლობაში, დაფიქსირებული პროგრესი, საქართველოს ზოგადი განათლების განვითარების პროგრესს აჩვენებს.

მსგავსი