განათლების განვითარების პროგრამა
საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმების საფუძველზე, განათლების განვითარების პროგრამა ამოქმედდება. მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესება, ასევე, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროგრამის მომზადებაში, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს.