განათლების ახალი მოდელი

საგამოცდო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო განათლების სამინისტროს განმარტებების გაკეთება უწევს.

გუშინ გასაჯაროებული რეფორმა ექსპერტების გარდა კითხვებს მმართველი გუნდის წევრებს შორისაც აჩენს. მათ შორისაა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დაანონსებული სიახლეების ნაწილი მოსწონს, თუმცა შენიშვნებიც აქვს. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამების დაახლოება და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის ზრდა თუ კორუფციის რისკების გაჩენა – მეორე დღეა, დავის საგანია რეფორმა, რომლის მიხედვით სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კი სავალდებულო აღარ იქნება.

დატოვე კომენტარი