განათლების ახალი მინისტრი – შეფასებები
განათლების ახალ მინისტრს გივი მიქანაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საკითხი რიგგარეშე სესიაზე გავა. შეგახსენებთ, რომ განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, წარადგინა. გივი მიქანაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მიქანაძემ მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.