განათლების ახალ მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და ახალი მინისტრი წარადგინა. გივი მიქანაძემ ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.