განათლება და მეცნიერება 21-ე საუკუნეში – კონფერენცია თბილისში
განათლება და მეცნიერება 21-ე საუკუნეში – გამოწვევები და ახალი პერსპექტივები – ამ სახელწოდების კონფერენცია მიმდინარეობს სასტუმრო „თბილისში“. მონაწილეობენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე განათლების მინისტრი.
ღონისძიების მიზანია განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე ტენდენციების განხილვა, უმაღლესი განათლების რეფორმებისა და შრომით ბაზართან შესაბამისობის ანალიზი, ასევე, აკადემიური სფეროსა და სამეცნიერო კვლევების გამოწვევებზე მსჯელობა.
კონფერენცია განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტის „რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლების სისტემა“ ფარგლებში [გრანტის ნომერი CG-24-3248]“.