განახლებული თავშესაფარი
შიდა ქართლში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა.
გარემონტდა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე შვიდი კრიზისული ცენტრი და ექვსი თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით, იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფრის მოწყობა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი – 116 006 – 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. შიდა ქართლში, თავშესაფრის განახლებული სივრცის გახსნა ფონდი Human Doc-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ პარტნიორობითა და პოლონეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.