განახლებული სკვერები ვიზიტორებისთვის

ხვალიდან, 15 ივნისიდან  საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორებს მიიღებს. ტერიტორიაზე შესვლამდე მათ უკონტაქტო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონ 200 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა  ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და თბილისის ეროვნული პარკი.