განახლებული სკოლა სოფელ შუხუთში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.