განახლებული სეზონი ქუთაისის თოჯინების თეატრში

ქუთაისის თოჯინების თეატრი განახლებულ სეზონს იწყებს. შენობის სრული რეაბილიტაციის შემდეგ მაყურებლისთვის პირველი სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ შესრულდა. სამუშაოებისთვის 585 000 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირებული თეატრის აფიშაზე დღეიდან რეპერტუარში არსებულ 27 წარმოდგენას, პრემიერებიც დაემატა.