განახლებული საომარი მოქმედებები ჰორმუზის სრუტეში
მსოფლიოს გამოწვევაა ახლო აღმოსავლეთში განახლებული საომარი მოქმედებები.
ამერიკა-ირანის ორმხრივი დარტყმები გრძელდება. აშშ-ის დარტყმების სამიზნედ იქცა რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. ამერიკის პრეზიდენტი დღეიდან ირანის პორტების ბლოკადის განახლებას აანონსებს. ამ განცხადებასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა ტრამპის გეგმამ, რომელიც სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის მიზნით 20%-იანი გადასახადის დაწესებას გულისხმობს. პასუხად ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გემებზე იერიშები მიიტანა. იორდანიასა და ბაჰრეინში არის მსხვერპლი. თეირანის სამიზნე გახდა სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული ბაზებიც. თუმცა მოგვიანებით ტრამპმა ტარიფების გეგმა შეცვალა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დასტაბილურებული ნავთობის ფასი ავიაიერიშების განახლების გამო ისევ იზრდება. ვითარების ესკალაციის ფონზე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო ევროპულ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ ყურის ქვეყნებში ფრენებისგან თავი შეიკავონ.
ლევან ახალაია ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციის შესახებ.