განახლებული საკურორტო ზონა

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე განახლებული საკურორტო ზონა მოეწყობა. სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება ანაკლია-განმუხურის ტურისტული ზონა. 65 ჰექტარზე გათვალისწინებულია მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება, მათ შორის საბავშვო, სპორტული, კულტურული და დასასვენებელი ზონები. ასევე, იგეგმება საფეხმავლო და ველო-ბილიკების მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება. ამჟამად განმუხურის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს ეროზირებული მონაკვეთის გამაგრება-აღდგენა და სანაპირო ზოლის ტურისტული განვითარების დეტალური პროექტის დამუშავება, რომლის დასრულების შემდეგ, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.