14 წლის წინ ჩადენილი დანაშაული და საქმეზე განახლებული საგამოძიებო მოქმედებები.
რვა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შესაძლოა, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის მკვლელობისთვისაც გასამართლდეს.
გორის პარკი დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ადგილად გადაიქცა. პოლიცია ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით, სავარაუდოდ, წლების წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებდა.
ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, კონკრეტული მონაკვეთები კი სპეციალური ნიშნებით არის მონიშნული – ნინო ფისაძე დეტალებით „მოამბეში“.