განახლებული საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“

21:44, 22.08.2025

ლეგენდარული ფეხბურთელის, მიხეილ მესხის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო კომპლექსი ფუნქციონირებას იწყებს.

საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“, რომელიც გასხვისებული იყო, მერიამ ადგილმონაცვლეობის საფუძველზე კერძო მფლობელისგან ქალაქს დაუბრუნა და რეაბილიტაციისთვის ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. შედეგად დიდი დიღომს ერთი დიდი და ორი მინი, უეფას სტანდარტებით განახლებული საფეხბურთო მოედნები აქვს. განახლებული ინსფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო გუნდები უფასოდ შეძლებენ. საფეხბურთო ცენტრი თბილისის მერმა, პრემიერთან, პრეზიდენტთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მსგავსი