განახლებული მზიური

ოცდათექვსმეტი წლის შემდეგ მზიურში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები იწყება.

გეგმა საკომუნიკაციო სისტემის მოწესრიგებას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანებას და რეკრეაციული ზონების შექმნას ითვალისწინებს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის მიხედვით, ისტორიულ პარკში რამდენიმე ახალი ფუნქციური ნაგებობაც გაჩნდება. მათ შორის იქნება თოჯინების მუზეუმი უნიკალური ექსპონატებით.