განახლებული კინოდარბაზი

ეროვნულ არქივში განახლებული კინო-დარბაზი გაიხსნა.

ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო. შეკრებილებმა ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს მიაგეს პატივი. განახლებული დარბაზი ქვეყანაში ერთადერთია, სადაც პროექცია კინო-ფირიდან არის შესაძლებელი.

რებილიტირებული დარბაზის გახსნის პარალელურად არქივში მოეწყო ფოტო გამოფენა. ნამუშევრებზე ქართული ფილმების შექმნის პროცესია აღბეჭდილი.