განახლებული ფსიქიატრიული კლინიკა

სურამში ფსიქიატრიული კლინიკის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა.

მთლიანად გარემონტდა კლინიკის ძირითადი კორპუსი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც. დაწესებულებაში პაციენტების ღირსების შემლახველ პირობებში ყოფნის შესახებ ინფორმაცია შარშან სახალხო დამცველმა გაავრცელა, რის შემდეგაც  სამინისტროს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა.

ნინო ფისაძე დეტალებით.