განახლებული დასასვენებელი სივრცე

15:22, 27.10.2025

ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო. განახლებულ დასასვენებელ სივრცეში თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნის გარდა, ფიტნეს ზონები, საბავშვო-გასართობი მოედანი და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა. პროექტის ფარგლებში, განახლდა სარწყავი და განათების ქსელები. ასევე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი