განახლებული „ციცინათელას პარკი“
განახლებული „ციცინათელას პარკი“ გაიხსნა. პროექტ Starring Georgia-ს მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკში განახლდა როგორც ტექნიკური ნაწილი, ასევე შეიცვალა პარკის კონცეფცია. ამასთან, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი პარკით სარგებლობის წესები. მაგალითად, მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში; ოთხფეხა მეგობარს, რომელიც შვიდ კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი; პარკში არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები; ორსულებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდებული გარკვეული ატრაქციონები – თითოეულ ატრაქციონთან სტუმრებს დახვდებათ აბრა, რომელზეც დატანილი იქნება კონკრეტული აკრძალვები და შეზღუდვები. „ციცინათელას“ პარკს 14- ნახევარი ჰექტარი ტერიტორია უჭირავს და 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პარკში აქამდე არასდროს ჩატარებულა.