განახლებული „ციცინათელას პარკი“ იხსნება

15:55, 27.06.2025

ხვალიდან შეკვეთილში განახლებული „ციცინათელას პარკი“ იხსნება. Starring Georgia-ს მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, არამედ შეიცვალა მთლიანად პარკის კონცეფციაც. განახლდა ფასადები; შესასვლელები და სალაროები; შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს. აღდგა დინოზავრების პარკი, განახლდა კვების ობიექტები; კარტინგების ზონას კი დაემატა ახალი ტრიბუნა და მანქანები;
განახლდა მწვანე საფარიც. პარკში დაირგო ახალი მცენარეები, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე მოეწყო სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; დასუფთავდა და განახლდა სველი წერტილები; გამკაცრდა პარკის უსაფრთხოების ზომები.

მსგავსი