განახლებული არქეოლოგიური კვლევები
მორიგი აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე: განახლებული არქეოლოგიური კვლევების დროს უძველესი სამარხი იპოვეს. აღმოჩენა განსაკუთრებულია იმით, რომ მეცნიერებმა იქ მოთავსებული ნეშტებიდან ერთ-ერთი მამაკაცის საქმიანობა დაადგინეს. შიდა ქართლში 19 წლის წინ მიკვლეულ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზე და ნამოსახლარზე უკვე აღმოჩენილია არაერთი უნიკალური ექსპონატი, წარწერა და სხვადასხვა ხანის ისტორიული ნაგებობებისა და სამარხების ნაკვალევი, ასევე ხელსაწყოები და ნივთები, რომლებმაც სპეციალისტებს კონკრეტულ პერიოდებზე მანამდე არსებული ვარაუდების მეცნიერულ დონეზე დადასტურების საშუალება მისცა.
თათია ბუხრაშვილი იმყოფებოდა გრაკლიანის გორაზე.