განახლებადი ენერგიის ბაზარი ახალ ეტაპზე გადადის
საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარი, მათ შორის, მზის ენერგიის სექტორი, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა ენერგიის წარმოებისა და მოხმარების სრულიად ახალ წესებს აწესებს. ცვლილება შეეხება, როგორც ენერგიის მომხმარებლებს, ისე მწარმოებლებს. კომპანიებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ სტრატეგიას, რათა ახალი პირობების შესაბამისად, ბაზრის მოთხოვნებს მოერგონ და პოტენციურ ინვესტორებს უფრო მოქნილი და მიმზიდველი პროდუქტები შესთავაზონ.