განახლდება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის

ვლადიმირ პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. ეს წინადადება რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ მას შემდეგ წარადგინა, რაც კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა პუტინს ულტიმატუმი წაუყენეს და 12 მაისიდან 30 დღით უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლს სანქციების გამკაცრებით დაემუქრნენ. პუტინის შეთავაზებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი რეაქცია უკვე ცნობილია.

ლევან ახალაია თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.