განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - მესამე სექტორის გამოხმაურება

საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეხმაურებიან მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და ეს პროცესი განცხადებით არ უნდა შემოიფარგლოს. მათვე თქმით, აუცილებელია შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია აქტიურად უნდა ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.