განაცხადი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე, ღია კონკურსის დაწყებიდან მესამე დღის ბოლოს, მხოლოდ ერთი განაცხადია შევსებული. აპლიკაციების მიღების დრო ოთხშაბათამდეა. საარჩევნო ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ხუთი წლის ვადით არჩევას, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/3-ის თანხმობა, ანუ 100 ხმა სჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით დაამტკიცებენ, უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვსი თვით განისაზღვრება.

მოამბე