განაჩენი ნიკა მელიას საქმეზე
ნიკა მელიას კიდევ ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო ერთწლიანი და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ათვლა 20 ივნისიდან დაიწყება. პარტია „ახალის“ ლიდერი ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს, მეორე დღეს კი ის სასამართლოში მიიყვანეს, სადაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მისვლის საქმე განიხილებოდა. მოსამართლისადმი მიმართვის დროს მელიამ მას წყალი შეასხა. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოხატულ სასამართლოსადმი უპატივცემულობას გულისხმობს. დღევანდელ პროცესზე მელიამ საკუთარი საქციელი დაკავების დროს შელახული ღირსების აღდგენით და საკუთარი თავის დაცვით ახსნა და ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლე მისი დაკავების გარემოებებით საერთოდ არ დაინტერესდა.