განაჩენი გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე 

21:45, 09.04.2026

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის ფინალი და მოსამართლის ემოციური მიმართვა – პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმის რამდენიმეთვიანი განხილვა დასრულებულია. სამი არასრულწლოვანი დამნაშავეებად მიიჩნიეს.

„სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული და თუნდაც ბოდიში. ეს სასჯელი ყველასთვის სამაგალითო იქნება“ – ეს სიტყვები მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თქვა, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. სასამართლო განხილვებს წინ გარდაცვლილი მასწავლებლის ოჯახის და უფლებადამცველების აქციები უძღოდა. ისინი პროკურატურას არაეფექტურ გამოძიებაზე მიუთითებდნენ. გამოძიების მიხედვით, გიგა ავალიანს წინასწარ შემუშავებული გეგმით დაესხნენ თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, თავდასხმა კი ტელეფონით გადაიღეს. ახალგაზრდა პედაგოგი სამი კვირის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

საქმის ფიგურანტებს და უკვე მსჯავრდებულებს ბრალი ძალადობის სხვა ეპიზოდებზეც წაუყენეს.

მსგავსი