განაჩენი გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის საქმეზე

2016 წლის 10 იანვარს გუდაურში მომხდარ ფაქტზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ზემდგომმა ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო.

გიორგი ლიპარტელიანი ორი წლის წინ სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალის დროს 12 წლის სალომე ტატიშვილის შეეჯახა. მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ლიპარტელიანი ნასვამი იყო.