განაჩენი ბუტა რობაქიძის საქმეზე  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს.

ხუთწლიანი განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს, ზაზა ბაქრაძეს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების და რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ დანაშაული აღიარა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვით, 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით ბუტა რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ, საქმის ფიგურანტებმა შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანეს და რობაქიძის და მისი თანმხლები პირების დამნაშავეებად გამოსაცხადებლად მტკიცებულებები ხელოვნურად შექმნეს.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამათლო დარბაზში დაპირისპირება დაიწყო.

თეონა ხუბულავა აშუქებდა პროცესს.