გამწვავებული ვითარება სპარსეთის ყურეში

21:14, 20.07.2026

ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა – ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ისევ ცეცხლშია გახვეული.

მეცხრე დღეა ამერიკის ცენტრალური სარდლობა ირანს ინტენსიურად  ბომბავს. ბოლო ავიაიერიშების სამიზნე ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. მათ შორის ხიდები, რკინიგზა და პორტ ბანდარ-აბასთან მისასვლელი გზები. საპასუხოდ ირანული დრონები ისევ სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ სამხედრო ბაზებს ესხმიან თავს, დაღუპულია სულ მცირე სამი ამერიკელი ჯარისკაცი. პარალიზებულია მსოფლიო ნავთობის გამტარი უმნიშვნელოვანესი არტერიაც. ჰორმუზის სრუტე, რომელიც მხარეებს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, დღეში 130-მდე ტანკერს ემსახურებოდა, ახლა მხოლოდ 10-მდე გემის გატარებას ახერხებს. სამხედრო დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება დიალოგის პერსპექტივა. დიპლომატიური არხები ისევ ომანისა და კატარის შუამავლობით გააქტიურდა, თუმცა არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს.

რას ითხოვენ ირანი და ამერიკა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ და რა საფრთხეს უქმნის კონფლიქტის ახალი ფაზა მსოფლიო ეკონომიკას – ლევან ახალია დეტალებით.

მსგავსი