გამწვავებული ურთიერთობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ მწვავდება. ამჯერად დაპირისპირების მიზეზი 27 დეკემბერს ხოჯავენდის რაიონში მომხდარი თავდასხმაა, რასაც აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. თავის მხრივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური ერევანი. პარალელურად სომხეთში სწორედ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების და სამმხრივი შეთანხმების გამო დაწყებული შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობენ. პრემიერის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქციები არ წყდება.