გამსახურდიას საქმის გამოძიება

ზვიად გამსახურდიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, დაჩქარებული წესით განხილვები ხვალიდან იწყება.

დეპუტატებს დრო ცოტა აქვთ, რადგან გახმაურებულ საქმეზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ერთ კვირაში იწურება. ეს ის შემთხვევაა, როცა კანონპროექტის გარშემო მმართველ გუნდს და ოპოზიციას საერთო პოზიცია აქვს.

დაანონსებული ცვლილებები პირველი პრეზიდენტის საქმის გარდა სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზეც გავრცელდება. ამის მიუხედავად, მთავარ პროკურატურასთან ცოტნე გამსახურდია შიმშილობას მაინც განაგრძობს. კონსტანტინე გამსახურდია კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.