გამოწვევები სამედიცინო სექტორისთვის

პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში მოქმედი კლინიკები ახალი გამოწვევის წინაშე დადგებიან.

სამედიცინო სექტორი მოსალოდნელ სირთულეებზე იწყებს საუბარს. მთავარი პრობლემად იმ კლინიკების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმზე გადართვა სახელდება, რომლებიც მხოლოდ კოვიდ-პაციენტებს ემსახურებოდნენ ან ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობდნენ. ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება ის გარემოებაც, რომ კოვიდ-კლინიკებიდან სხვა პროფილის ექიმების გადინება მოხდა. ცალკე საკითხია ის ახალი რეგულაცია და სტანდარტი, რომელიც პირველი ივნისიდან საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების და კარდიოქირურგის განყოფილებებმა უნდა დააკმაყოფილონ. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის ნაკლებობაზეც მიუთითებენ.

დატოვე კომენტარი