გამოწვევები ელექტრონულ კომერციაში

ონლაინ ვაჭრობის ქართული პლატფორმები ბაზრიდან გაქრობის ზღვარზე –  რატომ ვერ უწევენ ადგილობრივი მოთამაშეები კონკურენციას საერთაშორისო კომპანიებს.

ელექტრონული კომერციის ქართული წარმომადგენლობა სექტორში არსებულ ღრმა კრიზისზე საუბრობს. მთავარ გამოწვევად ონლაინ ვაჭრობის გლობალური მოთამაშეები, – მათ შორის „ტემუ“ – სახელდება, რომლებმაც დაბალი ფასისა და მიწოდების უფასო სერვისის გამო ქართულ ონლაინ მაღაზიებს მომხმარებელთა უმეტესობა დააკარგვინა. შექმნილი კრიზისის ფონზე ადგილობრივი სავაჭრო პლატფორმები პასუხისმგებელ უწყებებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ და სექტორის რეგულირებისკენ მოუწოდებენ.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რას ითხოვენ ონლაინ ვაჭრობის ქართული კომპანიები და არსებობს თუ არა შექმნილ ვითარებაში გამოსავალი.