ქვეყანაში გამოუსადეგარი საბურავები სერიოზულ გამოწვევას ქმნის.
საერთაშორისო სტანდარტი მათ წესების მიხედვით გადამუშავებას ითვალისწინებს, თუმცა უტილიზაციის ნაცვლად საქართველოში ძველი საბურავები სხვადასხვა ტერიტორიაზეა მიმოფანტული, რაც ჰაერის გარდა ნიადაგს და გარემოსაც სერიოზულად აბინძურებს. გამოუსადეგარი საბურავების შეგროვების ვალდებულება და შემდგომში მათი ექსპორტზე გატანა ან გადამუშავება საკუთარ თავზე ერთ-ერთმა ბიზნეს-ასოციაციამ აიღო, რომელიც 400-მდე კომპანიას აერთიანებს. ასოციაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უტილიზაციის ქარხნების სიმცირეს ასახელებს და მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.