გამოთხოვება ტარიელ ჭანტურიასთან

22:03, 10.07.2026

„პოეზია პოეზიაა, ლექსი პოეზიის ჭურჭელია“ – ეს სიტყვები თანამედროვე ქართული პოეზიის გამორჩეულ წარმომადგენელს ეკუთვნის, რომელზეც ახლა უკვე წარსულ დროში საუბრობენ. ტარიელ ჭანტურიას ხვალ ბოლო გზაზე გააცილებენ.

სწორედ ხვალ შეუსრულდებოდა ცნობილ პოეტს 94 წელი. გამორჩეული ხელწერა, ორიგინალური რითმები და პოეტური ხერხები და უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს დაუტოვა: ლექსების გამოქვეყნება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალში დაიწყო, შემდეგ იყო არაერთი კრებული, თარგმანები, კრიტიკული წერილები, პუბლიკაციები და საბავშვო ლექსების გამოცემები, რამაც ქართულ პოეზიაში მის შემოქმედებას გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.

ცნობილ ქართველ პოეტს ხვალ სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. როგორი იყო მისი ცხოვრების გზა და რა გამოარჩევდა მის შემოქმედებას – მეგობრები და კოლეგები ტარიელ ჭანტურიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ – ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტში.

მსგავსი