გამოთხოვება რომის პაპთან – მოამბე ვატიკანში

21:32, 25.04.2025

ვატიკანში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ხვალ დაკრძალავენ. მსოფლიო ლიდერები პაპთან გამოსამშვიდობებლად იკრიბებიან. პონტიფიკოსის ცხედარი წმინდა პეტრეს ტაძარშია დასვენებული. უკანასკნელი განსასვენებელი პაპ ფრანცისკეს ანდერძის მიხედვით შეირჩა. ანდერძში გამარტივებულია დაკრძალვის წესი და პროცედურაც. მას ხვალ დილით რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე პაპი 2013 წელს აირჩიეს. კონკლავი, ანუ არჩევნები პაპის გარდაცვალებიდან სამი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს, რისთვისაც ვატიკანში კარდინალები იკრიბებიან.

ხვალინდელ სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოდან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მსგავსი