გამოთხოვება ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძესთან

15:01, 23.08.2025

დღეს დაკრძალეს ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. დაკრძალვის ცერემონიას სიონის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტი, პრემიერი, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვლილის კოლეგები და მეგობრები დაესწრნენ. პოლიტიკური კარიერა ლევან გაჩეჩილაძემ 1999 წელს დაიწყო, იყო პარლამენტის წევრი, ასევე საკრებულოს წევრი და საარჩევნო ბლოკის ახალი მემარჯვენეების დამფუძნებელი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოადგენდა გაერთიანებულ ოპოზიციას და იყო კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი