გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ისრაელის ელჩთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის ისტორიულ, მჭიდრო მეგობრობას. აღინიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას ეფუძნება. მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის აქტუალური საკითხები. ითქვა, რომ ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.