გამოსახლების პროცესი – ხმაური თვალჭრელიძის ქუჩაზე

18:10, 24.07.2025

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესი გრძელდება.

ადგილზე ვითარება დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა. აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც. ცოტა ხნის წინ, ადგილზე სპეცტექნიკის შეყვანის დროს სიტუაცია დაიძაბა. ერთი ადამიანი სახურავიდან გადმოხტომითაც იმუქრებოდა.

მსგავსი